Follow @Kurdgelia Luka Kurdgelia - My American Life

Wednesday, July 13, 2011

Love You All ! - My Last Post from USA

Tomorrow is my last day....
My exchange year went so fast, but the thing is - I had time of my life
I've never ever been unhappy
I've never ever been disappointed
I've never ever been sad
When people are talking about paradise , I know there is a place as good as  paradise and It's Abay
It has been a mix of great emotions and experiences , I've enjoyed every single second staying here, I've done things that seemed impossible for me but I did and I'm very proud of it. Of course I couldn't do anything alone so I have to tell a lot of thanks but I'm afraid to miss someone.
I've been places like New York City , Washington DC, Disney World , Philadephia , Houston - Memories I'll never forget. In my whole stay I've been in 20 STATES, gained 50 hours of volunteer work and it's big achievement for me.
I played sports like football and baseball - felt spirit of the Purple Ghost
My fairy tale ended up becoming Prom King... Thank you so much but I still think I didn't deserve it...
Thank you everyone for everything , I'm waiting all of you in Georgia
Thank you all my friends ! I hope these friendship will last forever! I promise I will never forget any of you , I love you all !
Thank you Alex Bay ! I know I'll come back !
Thank you ACS ! You changed me to better person ! I can't express the feeling when I'm walking in the hallways and I see people smiling and saying Hi
Thank You my host Family ! Stefanie,Justin,Stefano,Nick , Shelby ! You are the Best !

Tomorrow is my last day ...
I will hug you all !
Thanks and Love you more than you can imagine !

Prom King - The Happiest moment of my life

18 წლის ვარ..
ცხოვრებაში უამრავჯერ ვყოფილვარ ბედნიერი, ბევრჯერ მიფიქრია რომ ცხოვრება მშვენიერია 
2 წლის, როც გავიგე რომ მათე დაიბადა , რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს მომენტი კარგად მახსოვს.
7 წლის, როცა ჩემ მიერ ამოხსნილი "კენგურუს" მატემატიკური ამოცანებით კმაყოფილი მშობლების სახეს ვხედავდი 
9 წლის, როცა აღმოვაჩინე რომ ლექსების წერა შემეძლო  
14 წლის, როცა რაგბის თამაში დავიწყე 
16 წლის, როცა "სამოსელი პირველი წავიკითხე
17 წლის , როცა 30 აპრილს ფლექსიდან დამირეკეს და ფინალისტობა მომილოცეს
ამ დროის განმავლობაში მიხაროდა ჩემი და ჩემი მეგობრების წარმატებები , თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი
ულახდილად ვიტყვი, ამერიკაში გატარებული ერთი წელი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.ამ ერთ წლის განმავლობაში სულ ბედნიერი ვიყავი
მაგრამ როდესაც მეკითხებიან ცხოვრების საუკეთესო მომენტს, ეს რათქმაუნდა ჩემი პრომ კინგობაა. ძნელი ასახნელია თუ რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო პრომკინგი. მე ხალხის დაფასება და სითბო ვიგძენი, ვიგრძენი რომ ყველას მარტლა ვუყვარდი,წრფელი გულით და არა მოსაჩვენებლად.
დღესაც, როცა ვაანალიზებ რომ პრომ კინგი ვარ, რაღაცნაირ სიამოვნებას მანიჭებს. კმაყოფილების გრძნობას მგვრის და მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მაძლევს...

Cornell University - Student Government



I gained an important experience from being part of Cornell University extension center's student government. I've been asked to join them by my Political Science teacher Mrs. Reilly. She offered me this perfect opportunity and I think I completely enjoyed from it. We were taught how each level of government is working: country , state , county , city , village.
There were a lot of guests from different fields: representatives from both- Democratic and Republican parties , manager of Fort Drum- biggest military base of USA, city and village councils etc. Student government game me some kind of advantage , because now I know and understand politics much better and I believe that’s vital for my future.



მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე სტუდენტური მმართველობისაგან, რომელსშიც პოლიტიკური მეცნიერებების მასწავლებლის – მის რაილის ხელშეწყობით მოვხვდი. გაგვაცნეს სახელმწიფო მართვის ყველა წვრილმანს, ქვეყნის, რეგიონის , ქალაქის, უბნის. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ჩვენ თვალწინ ხდებოდა. შევიძინე უამრავი მეგობარი რომლებიც დარწმუნებული ვარ მომავალში დიდ წარმატებებს მიაღწევენ და სევე მივიღე გამოცდილება, რომელიც მომავალში ძალიან გამომადგება.

Disney World - Where Dreams Come True


3–4 წლის ასაკში პირველად ვუყურე "მეფე ლომს"... მართალია ბავშვი ვიყავი, მეტიც, ძალიან პატარა, მაგრამ დადებიტი ზეგავლენა, რომელიც ამ ფილმმა ჩემზე მოახდინა დღემდე მომყვება და მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო კინემატოგრაფიაში ასე თუ ისე მაინც ვერკვევი, " მეფე ლომი" კვლავ რჩება ჩემს საყვარელ ფილმად. მომეწონა მუსიკა– შეუდარებელი ჰანს ზიმერი, ანიმაცია და სცენარი, რომელიც ცოტამ თუ იცის მაგრამ "ჰამლეტის" მიხედვითაა დაწერილი–ჩემთვის შესპირის კითვის მთავარი მიზეზი :) სწორედ ამიტომ შემიყვარდა დისნეი...
შემდეგ იყო ფილმთა კრებული რომელიც ისტორიაში დისნეი რენესანსის სახლით შევიდა: "პატარა ქალთევზა ", "ურჩხული და მზეთუნახავი ","ალადინი","პარიზის ღვითისმშობლის ტაძარი" და ა.შ. სულ ბოლო კლასიკური დისნეი–ს ფილმი Tangled კი 2010 წლის ჩემი საყვარელი ფილმია, რათქმაუნდა მარტო ალან მენკენის გამო შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. 
ამბობენ რომ ხელოვნებაში ვაფასებთ იმას რასშიც საკუთარ თავს ვხედავთ. ალბათ ამიტომ მომწონდა სიმბა ასე ძალიან. სხვა თუ არაფერი ერთნაირი ინიციალები მაინც გვაქვს :) Lion King – LK : )
ამ ყველარიდან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის დისნეიში წასვლა... ბავშვობის ოცნება ავისრულე... მაგრამ ერთი კვირა საკმარისი არ იყო , კიდევ უნდა წავიდე...

Wednesday, May 4, 2011

Philadelphia - Grant Writing Workshop

  რადგან ამ არაჩვეულებრივი წლის დასასრული მოახლოვდა უფრო და უფრო მეტი სემინარები გვიტარდება თუ რა მოვალეობა გვაკისრია დაბრუნების შემდეგ. ამ საკითხს ეხებოდა 3 დღიანი ტური ფილადელფიაში , სადაც გრანტის წერის სწავლასთან ერთად ამერიკის ამ მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორიულ ადგილებსაც ვესტუმრეთ. ქალაქი ცნობილია როგორც ადგილი სადაც ხელი მოეწერა ამერიკის კონსტიტუნციას – Independence Hall. ხალხში ფილადელფია ნიუ იორკის და ვაშინგტონის მიქსად ასოცირდება რადგან უამრავი ისტორიული ნაგებობის მხარდამხარ ცათამბჟენებია აგებული. ქალაქის ისტორიაში დიდი ადგილი უკავია ბენჯამენ ფრაკლინს. ასევე თავისუფლების ზარი რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
უხვად შევხვდით Banksy-ს რომლითაც ფილადელფიას ამერიკაში პირველი ადგილი უჭირავს. ასევე მეისის ყველაზე ლამაზი მაღაზია მსოფლიოში. საბოლოო  ჯამში კი ტური ნამდვილად კარგი გამოდგა, გარდა იმისა რომ ბევრი რამ ვისწავლე უამრავი მნიშვნელოვანი ადგილი მოვინახულე.

Sunday, March 20, 2011

Washington DC - Civic Educational Workshop - საუკეთესო კვირა !!!

არ ვიცი როგორ დავიწყო , არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა იმიტომ რომ საკმარისი არ იქნება. ეს იყო ყველაზე ძალიან ძალიან მაგარი კვირა ჩემს ცხოვრებაში. ის რაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი. ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე. აი რომ იტყვიან ფილმებშიო მაგრამ ჩემი აზრით ფილმებში რომაა იმაზე მაგარიც კი იყო. მოკლედ პირველ დღეს ყველანი ვაშინგტონში ჩავფრინდით და სასტუმრო რედისონში დავბინავდით. ძალიან დიდი მოლოდინებით. და ჩვენი მოლოდინებიც გამართლდა !


დღე 2


 დღეს პირველად წავედით კაპიტოლიუმში,ორიენტაციისთვის რათა ოთხშაბათს მზად ვყოფილიყავით მარტო სიარულისათვის. მოვიარეთ ყველა სახლი. სენატი და წარმომადგენლობითი პალატის ადგილმდებარეობაც გავარკვიეთ სადაც შეხვდერები გვექნებოდა. ამის შემდეგ ნიუზეუმი სადაც სემინარი ჩაგვიტარდა მედია ეთიკაზე. დაგვავალეს გვენახა ბერლინის კედლის ფრაგმენტი , 9/11 ტერაქტის მოვლენები , პულიცერის პრემიის ლაურეატი ფოტოები და 4 განზომილებიანი ფილმი სიტყვის თავისუფლების შესახებ. მართლაც რომ ძალიან ძალიან მაგარი იყო. შემდეგ ჯეფერსონის მემორიალისაკენ წავედით. ეს დღე ეძღვნებოდა თემას თავისუფლება და კანონი ასე რომ ჯეფერსონის მემორიალიდან ბევრი რამ ვისწავლეთ.
ვახშმის შემდეგ კი განტვირთვისათვის NBA თამაშზე წაგვიყვანეს სადაც თითოეულ მოთამაშეს ხელი ჩამოვართვით. თამაში კი მართლაც რომ დიდი სანახაობა იყო.



დღე 3

 ადრე გავეშურეთ სახელმწიფო დეპარტამენტისაკენ სადაც როგორც გვითხრეს ძალიან გაგვიმართლა შესვლის შანსი რომ გვეძლევა. სახელმწიფო მინისტრი რომელიც ფლექსის ერთ–ერთი დიდი მხარდამჭერია სიტყვით გამოვიდა. შემდეგ იყო სპეციალური წარმომადგენლები ევროპისა და აზიის კომისიიდან რომლებმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხეს.  შემდეგ აფრო ამერიკული სამოქალაქო ომის მემორიალს ვეწვიეთ და სემინარი მოვისმინეთ ერთ–ერთი გმირისაგან. ამერიკის საკონსულოში სადაც ყველა ფლექსელის საკითხს წყვეტენ შეხვედრა გვქონდა ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან და თავისუფალი სახლის დამაარსებელთან,  რომელმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.ვახშმის შემდეგ კი 3 ფლექს ალუმნისაგან მოვისმინეთ სემინარები.


 დღე 4

როგორც დაგვარიგეს ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რადგან პერსონალური, ერთი–ერთზე შეხვედრები გვქონდა სენატორებთან და მათ წარმომადგენელებთან. კაპიტოლიმთან 3 ჯგუფად გავედით. შეხვედრებმა კარგად ჩაიარა. ერთ–ერთზე ფლექსის წარმომადგენელიც მესწრებოდა და დასმული კითხვებისათვის შექებაც დავიმსახურე. შემდეგ კი თავისუფალი დროის გამოყენებას შევუდექი, ვიყავი ბიბლიოთეკაში, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი, უზენაესი სასამართლოს შენობაში  ,კაპიტოლიუმში ყრილობაზე. შემდეგ კი რუზველტის მემორიალს ვეწვიეთ.ვახშმის შემდეგ ყველამ ოცნება ავიხდინეთ.  შემდეგი გაჩერება იყო თეთრი სახლი.

დღე 5


  ჯგუფების მიხედვით ყველანი სხვადასხვა მიმარდულებით წავედით. ვეწვიეთ მოხალისე ორგანიზაციებს რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. როდესაც ვიზიტს მოვრჩით ლინკოლნის ცნობილი მემორიალისკენ გავეშურეთ მაგრამ ცარიელი აუზის ნახვისას იმედი კი გაგვიცრუვდა მაგრამ მიზეზად საკოსტრუქციო სამუშაოები დასახელდა. სადილი   ცნობილ Hard Rock Cafe მივირთვით.მის შემდეგ კი ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრში კონგრევუმენ ჯეინ ჰარმანთან შეხვედრა გვქონდა, სადაც ტელევიზია გვესწრებოდა. გადაცემას უძღვებოდა ცნობილი ჯურნალისტი ჯონ მილევსკი. ვახშმამდე მეორე მსოფლიო, კორეული, ვიეტნამის ომისადმი მიძრვნილი მემორიალები მოვინახულეთ. საღამო კი ამერიკის საკონსულოს მიერ მოხალისეობაზე ჩატარებული სემინარით დამთავრდა.

დღე 6

 პირველად მეტროტი ვიმგზავრეთ , რადგან როგორც ცნობილია ამ ქალაქს მეტროს განსხვავებული სისტემა აქვს. ვეწვიეთ სმიტსონიანის ცენტრს, ამერიკული ისტორიის მუზეუმს , კაცობრიობის ისტორიის მუზეუმს, ჰოლოკოსტის მუზეუმს შემდეგ კი სასტუმროში დავბრუნდით. ჩაგვიტარდა სემინარი თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ დაგროვილი ცოდნა უკან დაბრუნებულებმა. ამის შემდეგ ფინალური ვორკშოპები და 1 საათი მოგვეცა რათა ბანკეტისათვის მომვზადებულიყავით.

ბანკეტი ჩატარდა ვაშინგტონის ყველაზე მაღალ შენობაში "Top of the Town" ყველაფერი იყო უმაღლესი დონის. ტიმის სიტყვა რომელიც ყველას სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება. მადლობები გადავუხადეთ სიდნის,კრისს. ების.რობინს,ჯონს.კელის,ემის,შეის,ალუმნებს და ყველაზე მეტად ისევ ტიმს–ადამიან ფლექსს. ყველანი დაერწმუნებული ვარ ჩემსავით ფიქრობდნენ არავის არ უნდოდა ამ მართლაც რომ ყველაზე მაგარი კვირის დამთავრებნა , მაგრამ როგორც ტიმმა გვითხრა "E Pluribus Unum " !


დღე 7

გაგვარვიძეს ძალიან ძალიან ადრე. ერთმანეთთან დამშვიდობებაც კი მოვასწარით ბავშვებმა , მაგრამ რაც მთავარია ერთმანეთი ფეისბუქში მოვძებნეთ და ასე შევინარჩუნებთ იმ ურთიერთობებს რომელიც ამ არაჩვეულებრივი კვირისას ჩამოყალიბდა. ბედნიერესი ადამიანი ვარ ეს შანსი რომ მომეცა და ცოდნას რომელიც შევიძინე აუცილებლად გამოვიყენებ.

Polar Bear Dip


 ჩემს ქალაქში ყოველწლიურად დიდი ფესტივალია სადაც საქველმოქმედო მიზნით თებერვალში ხალხი გაყინულ მდინარეში ხდება. ცნობისათვის ტემპერატურა ამ დროისათვის მინუს –15 გრადუსია.
 მე ჩემი ამ ფესტივალში მონაწილეობის ერთადერთი შანსი ხელიდან არ გავუშვი და ყინულოვან წყალში გადავხტი.
რათქმაუნდა ეს იყო ძალიან ძალიან ძნელი, სახეს ვერ ვგრძნობდი მაგრამ ცურვა კი შემეძლო და დათქმულ ადგილამდე მივედი. ჯაკუზიმ უცებ მიშველა და უკვე სხვა მონაწილეებს ვუყურებდი. უამრავი ადამიანები ხტებოდა განსხვავებული კოსტუმებით , ეს ყველაფერი კი ადგილობრივი საავადმყოპოს დასახმარებლად.

New York City - ბოლო დღე

 ნიუ იორკში ყოფნის ბოლო დგესაც ჩვეულებრივ ძალიან ადრე დავტოვეთ სასტუმრო. პირველად მეტროპოლიტენ მუზეუმში წავედით შემდეგ კი თავისუფალი დრო გვქონდა როკეფელერ პლაზა, მეხუთე ავენიუ და თაიმს სკვერისათვის. მუზეუმში ვნახე უამრავი ცნობილი ხელოვნების ნიმუში. თაიმს სკვერი ალბათ როგორც ყოველთვის ამ დღესაც გადჭედილი იყო და ბიჭები სადილისთვის ბაბა გამპს ვეწვიეთ. სპეციალური ტრივიაც მოვიგეთ და საჩურად სასმელებიც მოვიგეთ თავისი ბაბა გამპის ჭიქებით.
  5 საათისთვის უკვე დათქმულ ადგილას შევიკრიბეთ და ჩვენი ქალაქისაკენ წამოვედით. შუაღამეს ჩამოვედით, ძალიან ძალიან დაღლილები და კმაყოფილები.

4D Cinema

  მადამ ტიუსოს  მუზეუმში შანსი გაგვიჩნდა რომ ოთხგანზომილებიანი ფილმისთვის გვეყურებინა და ჩვენც  შანსი ხელი არ გავუშვით.
"ოზის ჯადოქარი" ოთხგანზომილებიანი ეფექტებით, ქარი, სურნელი, შეხება, წვიმა.
წინათ ეგეთი რაგაც არ გამომიცდია და უნდა ვთქვა რომ მართლა ძალიან მაგარი იყო.
მაგრამ ეგ იყო რომ ბევრმა ასეთი ეფეტების გამო დარბაზი ადრე დატოვა , მაგრამ მე კი მართლა ძალიან მომეწონა. მართლა მეგონა ჩემს ირგვლივ ხდებოდა ყველაფერი.

Broadway Musical - Wicked

ბროდვეის მიუზიკლზე დასწრება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ოზის ჯადოქრის ამ ალტერნატივის ნახვა ძალიან მაინტერესებდა. თან ამ მიუზიკლს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოყვა და სიმღერა "defying gravity" მსოფლიო ჰიტი გახდა. მაგრამ უნდა ვთქვა რომ ეს ბევრად მეტი იყო ვიდრე ველოდი.
ეს ჩემთვის უდაოდ ცხოვრებაში ერთ–ერთი  უბედნიერესი წამები იყო.  მსახიობები გარდა იმისა რომ სიმღერაში საუკეტესოები იყვნენ, შოუ ძალიან სასაცილოც იყო და თან სევდიანი. იდევ უამრავჯერ ვნახავდი. მაგრამ ახლა მეორე ოცნებაც გამიჩნდა. მეფე ლომი ბროდვეიში. იმედია როდესმე ავიხდენ.

New York City !!!

  ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ოცნება ავიხდინე ნიუ იორკში ვიყავი sights მოსანახულებლად. ამ ოცნების სრულებაში გაცვლით სტუდენტებს ისევ ადგილობრივი კოორდინატორი დაგვეხმარა. პირველ დღეს ძალიან ადრე გავედით რათა wall street–ი გვენახა. შემდეგ კი ბრუკლინის ხიდი. შთამბეჭდავი იყო 9/11 ტერაქტის ადგილი. ტერაქტის მოწმე ქალბატონის გამოსვლამაც ყველა აღაფრთოვანა. შემდეგ Empire State Buildingისაკენ გავემართეთ.უცნაური შეგრძნება იყო ასეთ სიმაღლეზე ყოფნა. კინკ კონგისათვის სპეციალურად მიძრვნილი განყოპილებაც ვნახეთ. დღე კი Times Squareზე ვახშმით და მადამ ტიუსოს მუზეუმით დამთავრდა.

 ძალიან ადრე ავდექით, თავისუფლების ქანდაკების პირველი ტურისტული ჯგუფისთვის რომ მიგვესწრო. ნიუ იორკის სიმბოლოსთან სამახსოვრო სურატები გადავიღეთ და შემდეგ ელის კუნძულზე გადავედით. ჩვენი თხოვნით მეტროთი ვიმგზავრეთ და ცენტრალ პარკი ვნახეთ. მერე სავახშმოდ ცნობილ პიცერიაში წავედით და  ბროდვეის მიუზიკლისათვის ი მოვემზადეთ.

Whiteface

 ჩემი ქალაქიდან ძალიან ახლოს მსოფლიოში ცნობილი საზამთრო კურორტი Lake Placid-ია, რომელმაც ორჯერ უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს – 1932 და 1980 წლებში. ადგილობრივ კოორდინატორს გაცვლითმა სტუდენტებმა ვთხოვეთ სათხილამუროდ წავსულიყავით და რათქმაუნდა მანაც სურვილი შეგვისრულა.  გზაზე ყინულის სასახლეშიც შევიარეთ. და ცოტა ვიციგურავეთ კიდეც. მაგრამ ყველაზე მაგარი რათქმაუნდა მთის წვერიდან ჩამოსვლა იყო. ჰოსტ ოჯახმა უამრავჯერ გამაფრთხილა რომ ეს გზა ცნობილია როგორ ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო ყინულის გამო. მაგრამ უკვე თხილამურებში იმდენად კი გავიწაფე რომ ეს დაბრკოლება  დავძლიე. მართლაც კარგი გრძნობაა როცა იმ გზას გადიხარ რასაც ერთ დროს დიდი სპორტსმენები გადიოდნენ.  ყველაზე მეტად კი ის გამიხარდა რომ ჯერჯერობით ყველაზე დიდი ნახტომი აქ გავაკეტე დაახლოებით 2.5 მეტრი.

Wednesday, January 5, 2011

ვინ მომენატრა ყველაზე მეტად ?

 ყველა  გაცვლითი სტუდენტისთვის ნაცნობია მონატრების ფაქტორი. რათქმაუნდა მონატრებით მენატრება ყველა და ყველაფერი . თუნდაც ის წვრილმანი რაღაცები რასაც საქართველოში ყურადღებას არ ვაქცევდი.ბევრს ალბათ მშობლები მოენატრებოდა ყველაზე
მეტად, ბოდიში დე ... ბოდიში მა... ძალიან მენატრებით მაგრამ როდესაც ერთ ადამიანზე მიდგება საკითხი თუ ვინ მენატრება.. მე ვამბობ ძმა...
   რაც ცნობიერების გრძნობა გვაქვს ალბათ სულ ვჩხუბობთ , უფრო სწორად ვჩხუბობდით სანამ მისი უპირატესობა თვალსაჩინო არ გახდა. მშობლები სულ იმაზე გვეჩხუბებოდნენ რომ ყველაფერზე ვკამათობდით, მაგრამ ამან ჩემი აზრით კარგად იმუშავა. ბედნიერი ვარ რომ მყავს ძმა რომელსაც შემიძლია ყველაფერი ვუთხრა, ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე და მსოფლიოში ყველაზე კარგად მიცნობს.თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს.იცის რა მომეწონება და რა არა. ეხლა როცა ამას ვწერ ვიცი რომ ეს არ მოეწონება და ერთი კარგი გვარიანად ******** გულში. ბევრი ამბობს რომ გარეგნულად არ ვგავართ მაგრამ მე მაინც მგონია რომ ვგავართ , ხმაც მიმსგავსებული გვაქვს. ვაღიარებ ჩემზე ჭკვიანია , რაიმეს თუკი ერთად ვსწავლობთ  ყოველთვის ჩემზე ადრე ითვისებს. მაგრამ ეგ კია რომ ჩემზე ზარმაცია. ყველაზე კარგი თვისება ის აქვს რომ ერთგულია. შემიძლია თვალდახუჭული ვენდო და არ შემეშინდეს.სულ ერთად ვიყავით და ყოველთვის ასე იქნება. მახსოვს 10 წლის ვიქნებოდი ღამე ჰარი პოტერის კითხვისას შემეშინდა და მის ლოგინში გადავწექი. არაფერი არ უთქვამს და ვიწექით ასე ერთ პატარა ლოგინში. წამოსვლის წინ მანდამაინც დიდ დროს არ ვატარებდი მასთან ერთად.  ვიცი თვითონ ასე დაწერა არ მოეწონება მაგრამ მე მაინც მინდა დავწერო რაც მისთვის არასდროს მითქვამს, მსოფლიოში ყველაზე მეტად ჩემი ძმა მიყვარს :)მათე კურდღელია :)

NASA

    ჰიუსტონის ერთ–ერთი ღირშესანიშნავი ადგილი ნასას ცენტრია.ცნობილი ფრაზა აპოლო 13–დან " ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს" ამ ცენტრისკენ იყო მომართული. ასტრონომია ყოველთვის მაინტერესებდა და უკეთეს ადგილს ალბათ მსოფლიოში ვერც ვინატრებდი. ვნახე უამრავი კოსმოსური თანამგზავრი ,მათ შორის მთვარეზე პირველად დაშვებულიც, სადგურები საიდანც დღესაც მიმდინარეობს ინფორმაციის გადაცემა ,  გავსინჯე კოსმოსური ნაყინი რომელიც კოსმონავტებს თან მიაქვთ მგზავრობისას. უამრავი სიმულატორისა და მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. 4 საათი ვიყავი ცენტრში მაგრამ წამოსვლა არ მინდოდა. კიდევ მინდა დაბრუნება და ყველაფრის ნახვა რისი ნახვაც დროის გამო ვერ მოვასწარი.

შობა :)

 საშობაო ატმოსფერო ამერიკაში არის უნიკალური. ასეთი ბედნიერი ხალხი ჯერ არ მინახავს. ყველას ცხოვრება უხარია. სამწუხროდ ეს ისაა რაც საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა...
  როდესაც გავიღვიძე და ნაძვის ხის ქვეშ დაახლოებით 30 ყუთი დავინახე , რთული არ უნდა იყოს მიხვედრა რომ გამიკვირდა.სხვაზე რატომ ვილაპარაკო და მარტო მე იმდენი საჩუქარი მივიღე რომ  თვალებს არ ვუჯერებდი. ეფლის და თარგეთის სასაჩუქრე ბარათები ,
სასამი სტრიტის მაისური , საახალწლო პენუარი   , საფეხბურთო კლუბ ტექსასის სასუვენირე პაკეტი , აიფონის აქსესუარები და უამრავი ტკბილეული :)
  მაგრამ საჩუქრები მთავარი არაა , მთავარი იყო ის დამოკიდებულება რომელიც ხალხს ერთმანეთთან ჰქონდა , რომელიც შობას მისი სრული მნიშვნელობით ყველასათვის საყვარელ დღესასწაულად ხდის !

ნიუ იორკი – პენსილვანია – ოჰაიო – კენტაკი –ინდიანა – ტენესი –არკანზასი – ტექსასი


     საშობაოდ გადავწყვიტეთ ტეხასში წავსულიყავით.თავიდან ჰიუსტონში უნდა გადავფრენილიყავით მაგრამ ჩემი თხოვნით გადაიფიქრეს და მთელი გზა მანქანით ვიარეთ. შეიძლება ბევრისთვის დამღლელი ყოფილიყო მაგრამ რაც მთავარია უამრავი შტატი ვნახე და ის განსხვავებაც დავინახე რაც სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის  არსებობს. ძალიან მომეწონა ცენტრალური ამერიკული შტატები. ყოველი შტატის საზღვართან სამახსოვრო სურათს ვიგებდით.
 ისეთი დიდი ქალაქები ვნახე როგორიცაა
 კლივლენდი, ლუისვილი, ბუფალო, ნეშვილი, ინდიანაპოლისი , ელვის პრესლის გრეისლენდი და ბოლო გაჩერება –სიდიდით მესამე ქალაქი შეერთებულ შტატებში ჰიუსტონი ! რატომღაც ტექსასი ყველაში კოვბოისა და უდაბნოს ასოციაციას იწვევს მაგრამ ასე ნამდვილად არაა. 5 დღე ვიყავით ჰიუსტონში 2 ოსტინში. ტექსასში გავიგე რომ ფასთფუდიც კი შეიძლება იყოს ძალიან ძალიან  გემრიელი.  ზამთრისთვის არაჩვეულებრივი ამინდი 15–20 გრადუსი.
იმის საშუალებაც მომეცა ფეხბურთი მეთამაშა და ცხოვრებაში ყველაზე დიდ ფართიზე ვყოფილიყავი.

Saturday, November 27, 2010

Presentation about Georgia :)

 საქართველოზე პრეზენტაციის გაკეთება – ესეც ფლექსის ერთ–ერთი მოტხოვნაა. სიმართლე გითხრათ თავიდან მარტო ერთი ერთის გაკეთებას ვაპირებდი მაგრამ საბედნიეროდ ხალხი ძალიან დაინტერესდა და იმ დღესვე 3 შემოთავაზება მომივიდა. 2 სხვა სკოლიდან და ერთიც კოლეჯიდან. კარგი იყო ...:)
ვლაპარაკობდი შეუსვენებლივ 40 წუთის განმავლობაში და ყველაზე მთავარი – აუდიტორია მისმენდა.
30 მსმენელი პირველზე , 20 მეორეზედა უკვე ვიცი რომ კოლეჯიდან 60 და ერთ–ერთი სკოლიდან 40 მსმენელი მეყოლება. მიზანი მიღწეულია ყველა დაინტერესებულია საქართველოთი. ვფიქრობ საკმაო ინფორმაცია გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის შესახებ და როგორც მისის რაილიმ აღნიშნა საქართველოს ისეთ პროპაგანდას ვუკეთებ უკეთესი რომ არ შეიძლება. :)

გამორჩენილი პოსტი – სამხედრო ბაზაზე :)

 ჯერ კიდევ აგვისტოში Host Dad–მა რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კავალერიის პილოტია და ამჟამად ავღანეთში იმყოფება სამხედრო ბაზაზე წამიყვანა და რამოდენიმე ტიპის თვითმფრინავის მართვის პრინციპებს გამაცნო.საბოლოოდ გამოვიდა რომ გამოუვალ სიტუაციაში Blackcock ,Kaiwo ,Apache–ს მართალია არასრულყოფილად , მაგრამ მაინც "მართვა" შემიძლია :)

ჰაკერები – მე და მათე სკოლის კომპიუტერულ ქსელს ვტეხავთ

  როგორც სურათზე ხედავთ მე და მათე სკოლის ბიბლიოთეკიდან facebook–ში ვართ შესულები...არადა ეს საიტი #1 დაბლოკილი საიტია ყველა სკოლაში. მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს სკოლის ბიბლიოთეკაში დავრჩით.უბრალოდ შემოწმება გვინდოდა მოვახერხებდით თუ არა ბლოკის მოხსნას. არ ისეთი ძნელი აღმოჩნდა როგორიც წარმოგვედგინა. სამახსოვროდ სურათიც გადავიღე და იქიდან გამომდინარე რომ ყოველი დღის დასაწყისში ამოწმებენ საიტთა უსაფრთხოებას, სისტემის თავიდან დაბლოკვა მოგვიხდა. :)

Working at Concession Stand

 ფლექსი მავალდებულებს ერთი წლის განმავლობაში მოხალისეობის 40 საათს. ამიტომაც შანსს ხელიდან არ ვუშვებ რომ რაიმე სამუშაოს გამოვკრა ხელი :) შეიძლება ბევრს მომაბეზრებლად მოეჩვენოს მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგი გამოცდილებაა :)
ასე და ამგვარად ჰოკეის თამაშისას დახლთან მუშაობის პერსპექტივა გაჩნდა. მოხალისეობის 3 საათი ზუსტად ესადაგებოდა ჩემს განრიგს  :)
ტყუილს არ ვიტყვი ... ძნელი იყო ..
მიჭირდა ჩქარ–ტემპზე მოლაპარაკე ხალხის გაგება. ამას ერთვოდა სპეც–ლექსიკონი , რომლის შესწავლასაც მთელი 5 წუთი მოვანდომე : როლოები , სლაში , გატორადი, ეაჰორნი, კრუსატი და სხვა უამრავი დასახელების ღმერთმა იცის რა.
თუკი რაიმე გაუგებრობა იყო კლიენტს ვთხოვდი ხელით ეჩვენებინა თუ რისი ყიდვა სურდა და თან თავს ვიმართლებდი – Sorry , I'm an exchange student (მომღიმარი სახით). თავიდან ეს იყო მაგრამ ბოლო ერთი საათი ნამდვილი სიგიჯე. მანდამაინც  ჩემი მორიგეობისას მოუნდა ვიღაც მშობელს შვილისთვის დაბადების დღის უცნაურად აღნიშვნა – თამაშის შესვენებებისას გამასპინძლებით. სავარაუდოდ სარეკორდო შეკვეთა მივიღე :S  5 ფრენჩ ფრაი  5 ქათმის ფილე 5 ჩიზ სთიქ და 15 ცხელი შოკოლადი.
მაგრამ პანიკაში არ ჩავვრადი რაც მთავარია :) დავფაცურდი და 15 წუთში ყველაფერი მზად მქონდა :) საათს რომ შევხედე დროს გადამიცილებია , არენის ზედამხედველისგან კი პერსონალური მადლობაც მივიღე :)

Wednesday, November 17, 2010

ინტერნაციონალური სადილი :)

 ნენსიმ დამირეკა ვისურვებდი თუ არა
ინტერნაციონალურ სადილზე რაიმე ქართული წარმედგინა. თანაც შესაძლებლობა მეძლეოდა სხვა ქვეყნის კერძები დამეგემოვნებინა. დიდხანს ვიფიქრე რა გამეკეთებინა.გონებაში მარტივმა აზრმა გამიელვა– ჩურჩხელა !
მარაგში კვლავაც მომეპოვებოდა რამდენიმე. ამიტომაც საქართველო შედარებით მოკრძალებულად წარმოვადგინე–ჩურჩხელებით. შექებაც დავისახურე და რეცეპტების გაცემაც დავიწყე. საბოლოო შედეგებით ჩემი მეორე ყველაზე მოთხოვნადი იყო. პირველი– ბელგიური ვაფლი(4 ულუფა მივირთვი) 3–სუში 4– ფრანგული ორცხობილები და ა.შ.

შეხვედრა ბილ კლინტონთან

 ამერიკაში არჩევნებია. დიდი ვნებათაღელვა. რესპუბლიკელები თუ დემოკრატები. ჩვენი არაჩვეულებრივი მისის რაილი რათქმაუნდა შანსს ხელიდან არ უშვებს და ბილ კლინტონთან შეხვედრას გვინიშნავს სტუდენტებს. მეც აღელვებული ვარ ... რაც არ უნდა იყოს სიცოცხლეში პირველად ვნახავ ამერიკის პრეზიდენტს...
აღფრთოვანებული დავრჩი. ვისურვებდი მეც მქონოდეს ასეთი მჭერმეტყველების უნარი.

Halloween , Trick or Treating , Dance

ჰელოუნი გრძელდებოდა 4 დღე.
დღე 1–ლი.  რობინ ჰუდი ვარ, მათე სკუბი–დუ.ემილიმ მანქანით მოგვაკითხა და სკოლაში გავეშურეთ საცეკვაოდ. კარგი იყო :) სახლში გამარჯვებულები ვბრუნდებით, საუკეთესო კოსტიუმისათვის–მე–2 ადგილი. საბვეის 20$ კუპონები მოვიგეთ.
დღე მე–2.დღეს ოჯახური სადილია. ჯასტინი მიდის და ყველა ცდილობს დაემშვიდობოს.დაახლოებით შვიდისათვის რესტორანში მივდივართ და ჩვენს ჰელოუინ ფართის ვაწყობთ :)
დღე მე–3. trick or treating :) ფეხბურთის ბიჭები მივდივართ რეივ გოგოებთან ერთად. ისინი ჩვენს ზურგს უკან იმალებიან და ჩვენ პირიქით. ერთ–ერთმა მსხვერპლმა მაინც მოგვწამლა კარგი იქნებოდა ქვები მქონოდაო.
დღე მე–4. გუშინ შეგროვებულ დოვლათს მივირთმევ კლასელთან სახლში.ფილმს ვუყურებთ და ცხოვრებით ვტკბებით. მშვენიერია.

მეინი

 რატომღაც მეგონა ამერიკის ყველა შტატი  გამეგონა მაინც. მაგრამ როდესაც ამერიკის ისტორიისათვის ყველა შტატი თავისი დედაქალაქით სასწავლი გამიხდა,  აღმოვაჩინე რომ ბევრი რამ კიდევ არ ვიცოდი. მეინი – ალბათ ბევრს რომ შეეკითხო არც კი იციან ასეთი შტატის არსებობის შესახებ, არც მე ვიცოდი :) სწორედ მეინისაკენ დავიძარით ყველანი. ბევრი "პირველი" რამ მოხდა ამ მოგზაურობისას.
პირველად გავსინჯე კიბორჩხალა
პირველად შევდგი ფეხი ატლანტის ოკეანეში.
პირველად დავაგემოვნე  ნამდვილი ნაყინი.. :)
ჰაიკინგის შესახებაც უამრავი ახალი რამ გავიგე, რასაც დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში უამრავჯერ გამოვიყენებ :)

Homecoming !!!

 Cheerleaderები , ფეხბურთელები, სენიორები, ჯუნიორები, სოფომორები,ფრეშმენები , სხვანი და სხვანი....
ეს ჩემი ჰოუმქამინგის გამოცდილებაა. ყველანი ჩვენს ჩვენს ჯგუფებში ვართ დაყოფილი.გამარჯვებისათვის სტრატეგიას ვადგენთ. პრიზი სერიოზულია – 1000$. სენოირებმა მოვიგეთ :). 
საღამოსთვის მშვენიერ ხასიათზე ვართ. ცეკვისათვის ვემზადებით. ჩემი წამოღებული კოსტუმი გამომადგა.. აი მერე რა მოხდა ეგ უკვე ხოო......

სკოლა დაიწყო !

 მე–3 პერიოდი დამთავრდა. ინგლისურის კაბინეტიდან გამოვდივარ, კლასელებთან ერთად
საკეტებისაკენ მივიჩქარი, გაბადრული სახით. ეს ისაა რაც ძალიან მინდოდა, აი ის რასაც პირველ სკოლაში გაკვეთილებისას თავჩაქინდრული ვოცნებობდი.სკოლა მინდა აღვწერო მაგრამ არ გამომდის...
 ნიუ იორკის საუკეთესო სკოლა გაცვლითი სტუდენტებისათვის, მეგობრული და შეკრული. მაღალ დონეზე მოწყობილი და უამრავი ტექნოლოგიური სიახლეები დანერგილი სტუდენტთა მაქსიმალური განვითარებისათვის.
მე მიყვარს ACS

ამერიკული ფეხბურთი

  ეს სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ახლა როდესაც ფეხბურთი დამიმთავრდა, შემიძლია ვთქვა ეს იყო საუკეთესო საშუალება ადაპტირებისათვის.
თავიდან ძალიან გამიძნელდა. ძნელია რაგბის წესებიდან გადართვა. საბედნიერედოდ საკმაოდ კარგ გუნდში მოვხვდი , ეს კი იმას ნიშნავდა რომ უფრო მეტად უნდა გამომევლინა შესაძლებლობები თანაც გამოცდილება რაგბიდან ზურგს მიმაგრებდა. 99 კომბინაცია ჰქონდა ჩვენს თავდასხმას. რათქმაუნდა 1 კვირაში ვერ მოვასწრებდი იმდენის სწავლა რასაც ჩემი გუნდელები აგერ უკვე მე–3 წელია სწავლობენ.
სეზონი დამთავრდა.
საუკეთესო დაცვითი მოთამაშე
წლის საუკეთესო  "ზახვატი" –ვარდნა
საუკეთესო შედეგი ფეხის დამრტყმელისათვის – 55 მეტრი საშუალოდ
დაჯილდოების ცერემონიალზე ამერიკული ფეხბურთის სამკერდით დამაჯილდოვეს.
ვიცი ყოველთვის სიამაყით გამახსენდება ის მართლაც დაუვიწყარი დღეები.

Tuesday, November 16, 2010

მე და მათე ფართიზე

მათე .... ეს სახელი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე ჩემი ჰოსთ ძმაც მათე უნდა ყოფილიყო. ამ დროს იმედგაცრუების ეშინია ადამიანს ველაზე მეტად. მაგრამ ბევრი საერთო თვისება აღმოაჩნდათ მათეს და ახალ მათეს. მაგალითად ბასრი ენა :)
მოკლედ მივდივართ ფართიზე. 5 გაცვლითი სტუდენტი, 5 ახალი სახე სკოლაში. მე და მათე მადისარმძვრელი მაგიდისაკენ მივიკვლევთ გზას. წინ არასაკმარისად ჩაცმული გოგონათა დუეტი შეგვეფეთა, რომელთაც სხვა ექსჩეინჯებთან მიგვიყვანეს. ლუკა–საქართველო მათე–უნგრეთი კრისტიანი–გერმანია ვალენტაინ– ბელგია ონა–ესპანეთი.
უცნაური შეგრძნებაა... ყველა გვაკვირდება. ბიჭებს უპირატესობა გვაქვს. ''ბანოვანნი"
 უკვე BFFL–ს გვეძახიან. ურთიერთობა ადვილია. ყველა კომუნიკაბელურია.სახლში ნასიამოვნები ვბრუნდებით.. სკოლის ნახევარი უკვე გავიცნით :)

პირველი შთაბეჭდილებები – It's awesome !

  ალბათ ყველა გაცვლით სტუდენტს ასე ემართება. ჩასვლიდან მეორე დღეს რეკავს მშობლებთან. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს ვისთან საუბრობ, პირველი კითხვა მსგავსია. "როგორ მოგწონს? "   გინდა რომ უპასუხო მაგრამ არ შეგიძლია. ენით გამოუთქმელი და აღუწერელი. ერთადერთი გზა გაიგო თუ რას ნიშნავს ეს,არის საკუთარ თავზე გამოსცადო.
შემიძლია კი ის გადმოვცე თუ რას ვგრძნობდი როცა პირველად შევდგი ფეხი სკოლაში, როცა პირველად ჩამეხუტა შელბი ან როცა ამერიკულ ფეხბურში ჩემით გაკვირვებული მწვრთნელისა და მოთამაშეების პირდაღებულ სახეებს ვუყურებდი ? არა.
ერთადერთი  ვიცი რომ არ მინდა დრო სწრაფად გავიდეს...

თბილისი–მიუნხენი–ვაშინგტონი 8/12/2010

 რთული დღე იყო . ჯერ 55–ე სკოლაში გვქონდა შეხვედრა, მერე აეროპორტში ბევრი ატირებული მშობელი..... ჩემთვის ვფიქრობდი მართლაც ძნელია ერთი წელი , მაგრამ უკვე ვხვდები რომ დრო სწრაფად გადის და იმაზე დროის დაკარგვას თუ როდის დავბრუნდებით, სჯობს თითოეული წუთი ნაყოიერად  გამოვიყენოთ.
აფრინდა თვითმფრინავი.... რამოდენიმემ აპლოდისმენტით აღნიშნა...



მიუნხენი. 6 საათი for exploring. ყველანი რათქმაუნდა 10 ევროინი კუპონის გამოსაყენებლად დავირაზმეთ, ზოგს არ გვეყო  10 ევრო :)

მოვრჩით კუჭის დატვირთვას. გასართობს ვეძებთ დრო რომ გავიყვანოთ. ხეტიალი არ გამოდგა. მაღაზიები დავიარეთ.აპარატი საინტერესოა 'მაგრამ ჯერ გამოუსედეგარი. გიგანტურ Lollipop–ს  ვცდილობთ გემო გავუგოთ , მაგრამ არც ეგ გამოგვდის. როგორც იქნა დროც მოვიდა. გავფრინდით ამერიკისკენ !

ვაშინგტონი. სასტუმროში დავბინავდით. უკრაინელებთან ლაპარაკიც კი აგვვიკრძალეს ...
ბიჭებს რათქმაუნდა ... ოთახში ოთხნი ვართ– 3 ქართველი და ერთი უკრაინელი. დილით ვიღვიძებ და ვაანალიზებ რომ ნახევარმა უკვე დაგვტოვა : | დამშვიდობება ვერ მოვასწარი.
თვითმფრინავში ვიღაც როკერის გვერდით მოვხვდი. 2 ფუტის სიგრძის თმები ცოტა არ იყოს არ უხდება მის მკაცრ სახეს. მის კონცერტის ბილეთი მაჩუქა მაგრამ ზრდილობიანი
უარის თქმა მომიწია, სხვა ქალაქში ვცხოვრობდი. საბარგო განყოფილებას მივაშურე და ჩემი The Best Host Family Ever დავინახე. ამერიკული თავგადასავალი იწყება ! :)

სამშობლო მთებო ! თქვენი შვილი განებებთ თავსა !!! (დროებით) :)

გამარჯობა !
აღმოვაჩინე რომ რამოდენიმე წინა გაცვლითი სტუდენტი ბლოგის საშუალებით ჩანაწერებს აკეთებდა.  დაახლოებით 3 თვეა ამერიკული ცხოვრებით ვტკბები  და მეც გამიჩნდა სურვილი ბლოგი გამეკეთებინა.ყველაფერს დავიწყებ თავიდან და მივყვები წლის ბოლომდე ...
 P.S. სათაურის საავტორო უფლებები დაცულია... (მალხაზ ხვედელიძე)

ლუკა კურდღელია
Luka Kurdghelia
Luka Kurdgelia