Follow @Kurdgelia Luka Kurdgelia - My American Life: ნიუ იორკი – პენსილვანია – ოჰაიო – კენტაკი –ინდიანა – ტენესი –არკანზასი – ტექსასი

Wednesday, January 5, 2011

ნიუ იორკი – პენსილვანია – ოჰაიო – კენტაკი –ინდიანა – ტენესი –არკანზასი – ტექსასი


     საშობაოდ გადავწყვიტეთ ტეხასში წავსულიყავით.თავიდან ჰიუსტონში უნდა გადავფრენილიყავით მაგრამ ჩემი თხოვნით გადაიფიქრეს და მთელი გზა მანქანით ვიარეთ. შეიძლება ბევრისთვის დამღლელი ყოფილიყო მაგრამ რაც მთავარია უამრავი შტატი ვნახე და ის განსხვავებაც დავინახე რაც სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის  არსებობს. ძალიან მომეწონა ცენტრალური ამერიკული შტატები. ყოველი შტატის საზღვართან სამახსოვრო სურათს ვიგებდით.
 ისეთი დიდი ქალაქები ვნახე როგორიცაა
 კლივლენდი, ლუისვილი, ბუფალო, ნეშვილი, ინდიანაპოლისი , ელვის პრესლის გრეისლენდი და ბოლო გაჩერება –სიდიდით მესამე ქალაქი შეერთებულ შტატებში ჰიუსტონი ! რატომღაც ტექსასი ყველაში კოვბოისა და უდაბნოს ასოციაციას იწვევს მაგრამ ასე ნამდვილად არაა. 5 დღე ვიყავით ჰიუსტონში 2 ოსტინში. ტექსასში გავიგე რომ ფასთფუდიც კი შეიძლება იყოს ძალიან ძალიან  გემრიელი.  ზამთრისთვის არაჩვეულებრივი ამინდი 15–20 გრადუსი.
იმის საშუალებაც მომეცა ფეხბურთი მეთამაშა და ცხოვრებაში ყველაზე დიდ ფართიზე ვყოფილიყავი.

No comments:

Post a Comment