Follow @Kurdgelia Luka Kurdgelia - My American Life: January 2011

Wednesday, January 5, 2011

ვინ მომენატრა ყველაზე მეტად ?

 ყველა  გაცვლითი სტუდენტისთვის ნაცნობია მონატრების ფაქტორი. რათქმაუნდა მონატრებით მენატრება ყველა და ყველაფერი . თუნდაც ის წვრილმანი რაღაცები რასაც საქართველოში ყურადღებას არ ვაქცევდი.ბევრს ალბათ მშობლები მოენატრებოდა ყველაზე
მეტად, ბოდიში დე ... ბოდიში მა... ძალიან მენატრებით მაგრამ როდესაც ერთ ადამიანზე მიდგება საკითხი თუ ვინ მენატრება.. მე ვამბობ ძმა...
   რაც ცნობიერების გრძნობა გვაქვს ალბათ სულ ვჩხუბობთ , უფრო სწორად ვჩხუბობდით სანამ მისი უპირატესობა თვალსაჩინო არ გახდა. მშობლები სულ იმაზე გვეჩხუბებოდნენ რომ ყველაფერზე ვკამათობდით, მაგრამ ამან ჩემი აზრით კარგად იმუშავა. ბედნიერი ვარ რომ მყავს ძმა რომელსაც შემიძლია ყველაფერი ვუთხრა, ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე და მსოფლიოში ყველაზე კარგად მიცნობს.თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს.იცის რა მომეწონება და რა არა. ეხლა როცა ამას ვწერ ვიცი რომ ეს არ მოეწონება და ერთი კარგი გვარიანად ******** გულში. ბევრი ამბობს რომ გარეგნულად არ ვგავართ მაგრამ მე მაინც მგონია რომ ვგავართ , ხმაც მიმსგავსებული გვაქვს. ვაღიარებ ჩემზე ჭკვიანია , რაიმეს თუკი ერთად ვსწავლობთ  ყოველთვის ჩემზე ადრე ითვისებს. მაგრამ ეგ კია რომ ჩემზე ზარმაცია. ყველაზე კარგი თვისება ის აქვს რომ ერთგულია. შემიძლია თვალდახუჭული ვენდო და არ შემეშინდეს.სულ ერთად ვიყავით და ყოველთვის ასე იქნება. მახსოვს 10 წლის ვიქნებოდი ღამე ჰარი პოტერის კითხვისას შემეშინდა და მის ლოგინში გადავწექი. არაფერი არ უთქვამს და ვიწექით ასე ერთ პატარა ლოგინში. წამოსვლის წინ მანდამაინც დიდ დროს არ ვატარებდი მასთან ერთად.  ვიცი თვითონ ასე დაწერა არ მოეწონება მაგრამ მე მაინც მინდა დავწერო რაც მისთვის არასდროს მითქვამს, მსოფლიოში ყველაზე მეტად ჩემი ძმა მიყვარს :)მათე კურდღელია :)

NASA

    ჰიუსტონის ერთ–ერთი ღირშესანიშნავი ადგილი ნასას ცენტრია.ცნობილი ფრაზა აპოლო 13–დან " ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს" ამ ცენტრისკენ იყო მომართული. ასტრონომია ყოველთვის მაინტერესებდა და უკეთეს ადგილს ალბათ მსოფლიოში ვერც ვინატრებდი. ვნახე უამრავი კოსმოსური თანამგზავრი ,მათ შორის მთვარეზე პირველად დაშვებულიც, სადგურები საიდანც დღესაც მიმდინარეობს ინფორმაციის გადაცემა ,  გავსინჯე კოსმოსური ნაყინი რომელიც კოსმონავტებს თან მიაქვთ მგზავრობისას. უამრავი სიმულატორისა და მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. 4 საათი ვიყავი ცენტრში მაგრამ წამოსვლა არ მინდოდა. კიდევ მინდა დაბრუნება და ყველაფრის ნახვა რისი ნახვაც დროის გამო ვერ მოვასწარი.

შობა :)

 საშობაო ატმოსფერო ამერიკაში არის უნიკალური. ასეთი ბედნიერი ხალხი ჯერ არ მინახავს. ყველას ცხოვრება უხარია. სამწუხროდ ეს ისაა რაც საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა...
  როდესაც გავიღვიძე და ნაძვის ხის ქვეშ დაახლოებით 30 ყუთი დავინახე , რთული არ უნდა იყოს მიხვედრა რომ გამიკვირდა.სხვაზე რატომ ვილაპარაკო და მარტო მე იმდენი საჩუქარი მივიღე რომ  თვალებს არ ვუჯერებდი. ეფლის და თარგეთის სასაჩუქრე ბარათები ,
სასამი სტრიტის მაისური , საახალწლო პენუარი   , საფეხბურთო კლუბ ტექსასის სასუვენირე პაკეტი , აიფონის აქსესუარები და უამრავი ტკბილეული :)
  მაგრამ საჩუქრები მთავარი არაა , მთავარი იყო ის დამოკიდებულება რომელიც ხალხს ერთმანეთთან ჰქონდა , რომელიც შობას მისი სრული მნიშვნელობით ყველასათვის საყვარელ დღესასწაულად ხდის !

ნიუ იორკი – პენსილვანია – ოჰაიო – კენტაკი –ინდიანა – ტენესი –არკანზასი – ტექსასი


     საშობაოდ გადავწყვიტეთ ტეხასში წავსულიყავით.თავიდან ჰიუსტონში უნდა გადავფრენილიყავით მაგრამ ჩემი თხოვნით გადაიფიქრეს და მთელი გზა მანქანით ვიარეთ. შეიძლება ბევრისთვის დამღლელი ყოფილიყო მაგრამ რაც მთავარია უამრავი შტატი ვნახე და ის განსხვავებაც დავინახე რაც სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის  არსებობს. ძალიან მომეწონა ცენტრალური ამერიკული შტატები. ყოველი შტატის საზღვართან სამახსოვრო სურათს ვიგებდით.
 ისეთი დიდი ქალაქები ვნახე როგორიცაა
 კლივლენდი, ლუისვილი, ბუფალო, ნეშვილი, ინდიანაპოლისი , ელვის პრესლის გრეისლენდი და ბოლო გაჩერება –სიდიდით მესამე ქალაქი შეერთებულ შტატებში ჰიუსტონი ! რატომღაც ტექსასი ყველაში კოვბოისა და უდაბნოს ასოციაციას იწვევს მაგრამ ასე ნამდვილად არაა. 5 დღე ვიყავით ჰიუსტონში 2 ოსტინში. ტექსასში გავიგე რომ ფასთფუდიც კი შეიძლება იყოს ძალიან ძალიან  გემრიელი.  ზამთრისთვის არაჩვეულებრივი ამინდი 15–20 გრადუსი.
იმის საშუალებაც მომეცა ფეხბურთი მეთამაშა და ცხოვრებაში ყველაზე დიდ ფართიზე ვყოფილიყავი.