Follow @Kurdgelia Luka Kurdgelia - My American Life: ინტერნაციონალური სადილი :)

Wednesday, November 17, 2010

ინტერნაციონალური სადილი :)

 ნენსიმ დამირეკა ვისურვებდი თუ არა
ინტერნაციონალურ სადილზე რაიმე ქართული წარმედგინა. თანაც შესაძლებლობა მეძლეოდა სხვა ქვეყნის კერძები დამეგემოვნებინა. დიდხანს ვიფიქრე რა გამეკეთებინა.გონებაში მარტივმა აზრმა გამიელვა– ჩურჩხელა !
მარაგში კვლავაც მომეპოვებოდა რამდენიმე. ამიტომაც საქართველო შედარებით მოკრძალებულად წარმოვადგინე–ჩურჩხელებით. შექებაც დავისახურე და რეცეპტების გაცემაც დავიწყე. საბოლოო შედეგებით ჩემი მეორე ყველაზე მოთხოვნადი იყო. პირველი– ბელგიური ვაფლი(4 ულუფა მივირთვი) 3–სუში 4– ფრანგული ორცხობილები და ა.შ.

No comments:

Post a Comment