Follow @Kurdgelia Luka Kurdgelia - My American Life: ვინ მომენატრა ყველაზე მეტად ?

Wednesday, January 5, 2011

ვინ მომენატრა ყველაზე მეტად ?

 ყველა  გაცვლითი სტუდენტისთვის ნაცნობია მონატრების ფაქტორი. რათქმაუნდა მონატრებით მენატრება ყველა და ყველაფერი . თუნდაც ის წვრილმანი რაღაცები რასაც საქართველოში ყურადღებას არ ვაქცევდი.ბევრს ალბათ მშობლები მოენატრებოდა ყველაზე
მეტად, ბოდიში დე ... ბოდიში მა... ძალიან მენატრებით მაგრამ როდესაც ერთ ადამიანზე მიდგება საკითხი თუ ვინ მენატრება.. მე ვამბობ ძმა...
   რაც ცნობიერების გრძნობა გვაქვს ალბათ სულ ვჩხუბობთ , უფრო სწორად ვჩხუბობდით სანამ მისი უპირატესობა თვალსაჩინო არ გახდა. მშობლები სულ იმაზე გვეჩხუბებოდნენ რომ ყველაფერზე ვკამათობდით, მაგრამ ამან ჩემი აზრით კარგად იმუშავა. ბედნიერი ვარ რომ მყავს ძმა რომელსაც შემიძლია ყველაფერი ვუთხრა, ადამიანი რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე და მსოფლიოში ყველაზე კარგად მიცნობს.თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს.იცის რა მომეწონება და რა არა. ეხლა როცა ამას ვწერ ვიცი რომ ეს არ მოეწონება და ერთი კარგი გვარიანად ******** გულში. ბევრი ამბობს რომ გარეგნულად არ ვგავართ მაგრამ მე მაინც მგონია რომ ვგავართ , ხმაც მიმსგავსებული გვაქვს. ვაღიარებ ჩემზე ჭკვიანია , რაიმეს თუკი ერთად ვსწავლობთ  ყოველთვის ჩემზე ადრე ითვისებს. მაგრამ ეგ კია რომ ჩემზე ზარმაცია. ყველაზე კარგი თვისება ის აქვს რომ ერთგულია. შემიძლია თვალდახუჭული ვენდო და არ შემეშინდეს.სულ ერთად ვიყავით და ყოველთვის ასე იქნება. მახსოვს 10 წლის ვიქნებოდი ღამე ჰარი პოტერის კითხვისას შემეშინდა და მის ლოგინში გადავწექი. არაფერი არ უთქვამს და ვიწექით ასე ერთ პატარა ლოგინში. წამოსვლის წინ მანდამაინც დიდ დროს არ ვატარებდი მასთან ერთად.  ვიცი თვითონ ასე დაწერა არ მოეწონება მაგრამ მე მაინც მინდა დავწერო რაც მისთვის არასდროს მითქვამს, მსოფლიოში ყველაზე მეტად ჩემი ძმა მიყვარს :)მათე კურდღელია :)

3 comments:

  1. მეც მინდა ჩემს დასაც ასე ვუყვარდე :))))

    ReplyDelete
  2. ძალიან გულწრფელი პოსტია და ძალიან ამაღელვებელი. ყოჩაღ, მომწონს შენი წერის სტილი.

    ReplyDelete