Follow @Kurdgelia Luka Kurdgelia - My American Life: 2010

Saturday, November 27, 2010

Presentation about Georgia :)

 საქართველოზე პრეზენტაციის გაკეთება – ესეც ფლექსის ერთ–ერთი მოტხოვნაა. სიმართლე გითხრათ თავიდან მარტო ერთი ერთის გაკეთებას ვაპირებდი მაგრამ საბედნიეროდ ხალხი ძალიან დაინტერესდა და იმ დღესვე 3 შემოთავაზება მომივიდა. 2 სხვა სკოლიდან და ერთიც კოლეჯიდან. კარგი იყო ...:)
ვლაპარაკობდი შეუსვენებლივ 40 წუთის განმავლობაში და ყველაზე მთავარი – აუდიტორია მისმენდა.
30 მსმენელი პირველზე , 20 მეორეზედა უკვე ვიცი რომ კოლეჯიდან 60 და ერთ–ერთი სკოლიდან 40 მსმენელი მეყოლება. მიზანი მიღწეულია ყველა დაინტერესებულია საქართველოთი. ვფიქრობ საკმაო ინფორმაცია გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის შესახებ და როგორც მისის რაილიმ აღნიშნა საქართველოს ისეთ პროპაგანდას ვუკეთებ უკეთესი რომ არ შეიძლება. :)

გამორჩენილი პოსტი – სამხედრო ბაზაზე :)

 ჯერ კიდევ აგვისტოში Host Dad–მა რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კავალერიის პილოტია და ამჟამად ავღანეთში იმყოფება სამხედრო ბაზაზე წამიყვანა და რამოდენიმე ტიპის თვითმფრინავის მართვის პრინციპებს გამაცნო.საბოლოოდ გამოვიდა რომ გამოუვალ სიტუაციაში Blackcock ,Kaiwo ,Apache–ს მართალია არასრულყოფილად , მაგრამ მაინც "მართვა" შემიძლია :)

ჰაკერები – მე და მათე სკოლის კომპიუტერულ ქსელს ვტეხავთ

  როგორც სურათზე ხედავთ მე და მათე სკოლის ბიბლიოთეკიდან facebook–ში ვართ შესულები...არადა ეს საიტი #1 დაბლოკილი საიტია ყველა სკოლაში. მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს სკოლის ბიბლიოთეკაში დავრჩით.უბრალოდ შემოწმება გვინდოდა მოვახერხებდით თუ არა ბლოკის მოხსნას. არ ისეთი ძნელი აღმოჩნდა როგორიც წარმოგვედგინა. სამახსოვროდ სურათიც გადავიღე და იქიდან გამომდინარე რომ ყოველი დღის დასაწყისში ამოწმებენ საიტთა უსაფრთხოებას, სისტემის თავიდან დაბლოკვა მოგვიხდა. :)

Working at Concession Stand

 ფლექსი მავალდებულებს ერთი წლის განმავლობაში მოხალისეობის 40 საათს. ამიტომაც შანსს ხელიდან არ ვუშვებ რომ რაიმე სამუშაოს გამოვკრა ხელი :) შეიძლება ბევრს მომაბეზრებლად მოეჩვენოს მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგი გამოცდილებაა :)
ასე და ამგვარად ჰოკეის თამაშისას დახლთან მუშაობის პერსპექტივა გაჩნდა. მოხალისეობის 3 საათი ზუსტად ესადაგებოდა ჩემს განრიგს  :)
ტყუილს არ ვიტყვი ... ძნელი იყო ..
მიჭირდა ჩქარ–ტემპზე მოლაპარაკე ხალხის გაგება. ამას ერთვოდა სპეც–ლექსიკონი , რომლის შესწავლასაც მთელი 5 წუთი მოვანდომე : როლოები , სლაში , გატორადი, ეაჰორნი, კრუსატი და სხვა უამრავი დასახელების ღმერთმა იცის რა.
თუკი რაიმე გაუგებრობა იყო კლიენტს ვთხოვდი ხელით ეჩვენებინა თუ რისი ყიდვა სურდა და თან თავს ვიმართლებდი – Sorry , I'm an exchange student (მომღიმარი სახით). თავიდან ეს იყო მაგრამ ბოლო ერთი საათი ნამდვილი სიგიჯე. მანდამაინც  ჩემი მორიგეობისას მოუნდა ვიღაც მშობელს შვილისთვის დაბადების დღის უცნაურად აღნიშვნა – თამაშის შესვენებებისას გამასპინძლებით. სავარაუდოდ სარეკორდო შეკვეთა მივიღე :S  5 ფრენჩ ფრაი  5 ქათმის ფილე 5 ჩიზ სთიქ და 15 ცხელი შოკოლადი.
მაგრამ პანიკაში არ ჩავვრადი რაც მთავარია :) დავფაცურდი და 15 წუთში ყველაფერი მზად მქონდა :) საათს რომ შევხედე დროს გადამიცილებია , არენის ზედამხედველისგან კი პერსონალური მადლობაც მივიღე :)

Wednesday, November 17, 2010

ინტერნაციონალური სადილი :)

 ნენსიმ დამირეკა ვისურვებდი თუ არა
ინტერნაციონალურ სადილზე რაიმე ქართული წარმედგინა. თანაც შესაძლებლობა მეძლეოდა სხვა ქვეყნის კერძები დამეგემოვნებინა. დიდხანს ვიფიქრე რა გამეკეთებინა.გონებაში მარტივმა აზრმა გამიელვა– ჩურჩხელა !
მარაგში კვლავაც მომეპოვებოდა რამდენიმე. ამიტომაც საქართველო შედარებით მოკრძალებულად წარმოვადგინე–ჩურჩხელებით. შექებაც დავისახურე და რეცეპტების გაცემაც დავიწყე. საბოლოო შედეგებით ჩემი მეორე ყველაზე მოთხოვნადი იყო. პირველი– ბელგიური ვაფლი(4 ულუფა მივირთვი) 3–სუში 4– ფრანგული ორცხობილები და ა.შ.

შეხვედრა ბილ კლინტონთან

 ამერიკაში არჩევნებია. დიდი ვნებათაღელვა. რესპუბლიკელები თუ დემოკრატები. ჩვენი არაჩვეულებრივი მისის რაილი რათქმაუნდა შანსს ხელიდან არ უშვებს და ბილ კლინტონთან შეხვედრას გვინიშნავს სტუდენტებს. მეც აღელვებული ვარ ... რაც არ უნდა იყოს სიცოცხლეში პირველად ვნახავ ამერიკის პრეზიდენტს...
აღფრთოვანებული დავრჩი. ვისურვებდი მეც მქონოდეს ასეთი მჭერმეტყველების უნარი.

Halloween , Trick or Treating , Dance

ჰელოუნი გრძელდებოდა 4 დღე.
დღე 1–ლი.  რობინ ჰუდი ვარ, მათე სკუბი–დუ.ემილიმ მანქანით მოგვაკითხა და სკოლაში გავეშურეთ საცეკვაოდ. კარგი იყო :) სახლში გამარჯვებულები ვბრუნდებით, საუკეთესო კოსტიუმისათვის–მე–2 ადგილი. საბვეის 20$ კუპონები მოვიგეთ.
დღე მე–2.დღეს ოჯახური სადილია. ჯასტინი მიდის და ყველა ცდილობს დაემშვიდობოს.დაახლოებით შვიდისათვის რესტორანში მივდივართ და ჩვენს ჰელოუინ ფართის ვაწყობთ :)
დღე მე–3. trick or treating :) ფეხბურთის ბიჭები მივდივართ რეივ გოგოებთან ერთად. ისინი ჩვენს ზურგს უკან იმალებიან და ჩვენ პირიქით. ერთ–ერთმა მსხვერპლმა მაინც მოგვწამლა კარგი იქნებოდა ქვები მქონოდაო.
დღე მე–4. გუშინ შეგროვებულ დოვლათს მივირთმევ კლასელთან სახლში.ფილმს ვუყურებთ და ცხოვრებით ვტკბებით. მშვენიერია.

მეინი

 რატომღაც მეგონა ამერიკის ყველა შტატი  გამეგონა მაინც. მაგრამ როდესაც ამერიკის ისტორიისათვის ყველა შტატი თავისი დედაქალაქით სასწავლი გამიხდა,  აღმოვაჩინე რომ ბევრი რამ კიდევ არ ვიცოდი. მეინი – ალბათ ბევრს რომ შეეკითხო არც კი იციან ასეთი შტატის არსებობის შესახებ, არც მე ვიცოდი :) სწორედ მეინისაკენ დავიძარით ყველანი. ბევრი "პირველი" რამ მოხდა ამ მოგზაურობისას.
პირველად გავსინჯე კიბორჩხალა
პირველად შევდგი ფეხი ატლანტის ოკეანეში.
პირველად დავაგემოვნე  ნამდვილი ნაყინი.. :)
ჰაიკინგის შესახებაც უამრავი ახალი რამ გავიგე, რასაც დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში უამრავჯერ გამოვიყენებ :)

Homecoming !!!

 Cheerleaderები , ფეხბურთელები, სენიორები, ჯუნიორები, სოფომორები,ფრეშმენები , სხვანი და სხვანი....
ეს ჩემი ჰოუმქამინგის გამოცდილებაა. ყველანი ჩვენს ჩვენს ჯგუფებში ვართ დაყოფილი.გამარჯვებისათვის სტრატეგიას ვადგენთ. პრიზი სერიოზულია – 1000$. სენოირებმა მოვიგეთ :). 
საღამოსთვის მშვენიერ ხასიათზე ვართ. ცეკვისათვის ვემზადებით. ჩემი წამოღებული კოსტუმი გამომადგა.. აი მერე რა მოხდა ეგ უკვე ხოო......

სკოლა დაიწყო !

 მე–3 პერიოდი დამთავრდა. ინგლისურის კაბინეტიდან გამოვდივარ, კლასელებთან ერთად
საკეტებისაკენ მივიჩქარი, გაბადრული სახით. ეს ისაა რაც ძალიან მინდოდა, აი ის რასაც პირველ სკოლაში გაკვეთილებისას თავჩაქინდრული ვოცნებობდი.სკოლა მინდა აღვწერო მაგრამ არ გამომდის...
 ნიუ იორკის საუკეთესო სკოლა გაცვლითი სტუდენტებისათვის, მეგობრული და შეკრული. მაღალ დონეზე მოწყობილი და უამრავი ტექნოლოგიური სიახლეები დანერგილი სტუდენტთა მაქსიმალური განვითარებისათვის.
მე მიყვარს ACS

ამერიკული ფეხბურთი

  ეს სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ახლა როდესაც ფეხბურთი დამიმთავრდა, შემიძლია ვთქვა ეს იყო საუკეთესო საშუალება ადაპტირებისათვის.
თავიდან ძალიან გამიძნელდა. ძნელია რაგბის წესებიდან გადართვა. საბედნიერედოდ საკმაოდ კარგ გუნდში მოვხვდი , ეს კი იმას ნიშნავდა რომ უფრო მეტად უნდა გამომევლინა შესაძლებლობები თანაც გამოცდილება რაგბიდან ზურგს მიმაგრებდა. 99 კომბინაცია ჰქონდა ჩვენს თავდასხმას. რათქმაუნდა 1 კვირაში ვერ მოვასწრებდი იმდენის სწავლა რასაც ჩემი გუნდელები აგერ უკვე მე–3 წელია სწავლობენ.
სეზონი დამთავრდა.
საუკეთესო დაცვითი მოთამაშე
წლის საუკეთესო  "ზახვატი" –ვარდნა
საუკეთესო შედეგი ფეხის დამრტყმელისათვის – 55 მეტრი საშუალოდ
დაჯილდოების ცერემონიალზე ამერიკული ფეხბურთის სამკერდით დამაჯილდოვეს.
ვიცი ყოველთვის სიამაყით გამახსენდება ის მართლაც დაუვიწყარი დღეები.

Tuesday, November 16, 2010

მე და მათე ფართიზე

მათე .... ეს სახელი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე ჩემი ჰოსთ ძმაც მათე უნდა ყოფილიყო. ამ დროს იმედგაცრუების ეშინია ადამიანს ველაზე მეტად. მაგრამ ბევრი საერთო თვისება აღმოაჩნდათ მათეს და ახალ მათეს. მაგალითად ბასრი ენა :)
მოკლედ მივდივართ ფართიზე. 5 გაცვლითი სტუდენტი, 5 ახალი სახე სკოლაში. მე და მათე მადისარმძვრელი მაგიდისაკენ მივიკვლევთ გზას. წინ არასაკმარისად ჩაცმული გოგონათა დუეტი შეგვეფეთა, რომელთაც სხვა ექსჩეინჯებთან მიგვიყვანეს. ლუკა–საქართველო მათე–უნგრეთი კრისტიანი–გერმანია ვალენტაინ– ბელგია ონა–ესპანეთი.
უცნაური შეგრძნებაა... ყველა გვაკვირდება. ბიჭებს უპირატესობა გვაქვს. ''ბანოვანნი"
 უკვე BFFL–ს გვეძახიან. ურთიერთობა ადვილია. ყველა კომუნიკაბელურია.სახლში ნასიამოვნები ვბრუნდებით.. სკოლის ნახევარი უკვე გავიცნით :)

პირველი შთაბეჭდილებები – It's awesome !

  ალბათ ყველა გაცვლით სტუდენტს ასე ემართება. ჩასვლიდან მეორე დღეს რეკავს მშობლებთან. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს ვისთან საუბრობ, პირველი კითხვა მსგავსია. "როგორ მოგწონს? "   გინდა რომ უპასუხო მაგრამ არ შეგიძლია. ენით გამოუთქმელი და აღუწერელი. ერთადერთი გზა გაიგო თუ რას ნიშნავს ეს,არის საკუთარ თავზე გამოსცადო.
შემიძლია კი ის გადმოვცე თუ რას ვგრძნობდი როცა პირველად შევდგი ფეხი სკოლაში, როცა პირველად ჩამეხუტა შელბი ან როცა ამერიკულ ფეხბურში ჩემით გაკვირვებული მწვრთნელისა და მოთამაშეების პირდაღებულ სახეებს ვუყურებდი ? არა.
ერთადერთი  ვიცი რომ არ მინდა დრო სწრაფად გავიდეს...

თბილისი–მიუნხენი–ვაშინგტონი 8/12/2010

 რთული დღე იყო . ჯერ 55–ე სკოლაში გვქონდა შეხვედრა, მერე აეროპორტში ბევრი ატირებული მშობელი..... ჩემთვის ვფიქრობდი მართლაც ძნელია ერთი წელი , მაგრამ უკვე ვხვდები რომ დრო სწრაფად გადის და იმაზე დროის დაკარგვას თუ როდის დავბრუნდებით, სჯობს თითოეული წუთი ნაყოიერად  გამოვიყენოთ.
აფრინდა თვითმფრინავი.... რამოდენიმემ აპლოდისმენტით აღნიშნა...



მიუნხენი. 6 საათი for exploring. ყველანი რათქმაუნდა 10 ევროინი კუპონის გამოსაყენებლად დავირაზმეთ, ზოგს არ გვეყო  10 ევრო :)

მოვრჩით კუჭის დატვირთვას. გასართობს ვეძებთ დრო რომ გავიყვანოთ. ხეტიალი არ გამოდგა. მაღაზიები დავიარეთ.აპარატი საინტერესოა 'მაგრამ ჯერ გამოუსედეგარი. გიგანტურ Lollipop–ს  ვცდილობთ გემო გავუგოთ , მაგრამ არც ეგ გამოგვდის. როგორც იქნა დროც მოვიდა. გავფრინდით ამერიკისკენ !

ვაშინგტონი. სასტუმროში დავბინავდით. უკრაინელებთან ლაპარაკიც კი აგვვიკრძალეს ...
ბიჭებს რათქმაუნდა ... ოთახში ოთხნი ვართ– 3 ქართველი და ერთი უკრაინელი. დილით ვიღვიძებ და ვაანალიზებ რომ ნახევარმა უკვე დაგვტოვა : | დამშვიდობება ვერ მოვასწარი.
თვითმფრინავში ვიღაც როკერის გვერდით მოვხვდი. 2 ფუტის სიგრძის თმები ცოტა არ იყოს არ უხდება მის მკაცრ სახეს. მის კონცერტის ბილეთი მაჩუქა მაგრამ ზრდილობიანი
უარის თქმა მომიწია, სხვა ქალაქში ვცხოვრობდი. საბარგო განყოფილებას მივაშურე და ჩემი The Best Host Family Ever დავინახე. ამერიკული თავგადასავალი იწყება ! :)

სამშობლო მთებო ! თქვენი შვილი განებებთ თავსა !!! (დროებით) :)

გამარჯობა !
აღმოვაჩინე რომ რამოდენიმე წინა გაცვლითი სტუდენტი ბლოგის საშუალებით ჩანაწერებს აკეთებდა.  დაახლოებით 3 თვეა ამერიკული ცხოვრებით ვტკბები  და მეც გამიჩნდა სურვილი ბლოგი გამეკეთებინა.ყველაფერს დავიწყებ თავიდან და მივყვები წლის ბოლომდე ...
 P.S. სათაურის საავტორო უფლებები დაცულია... (მალხაზ ხვედელიძე)

ლუკა კურდღელია
Luka Kurdghelia
Luka Kurdgelia