Follow @Kurdgelia Luka Kurdgelia - My American Life: Washington DC - Civic Educational Workshop - საუკეთესო კვირა !!!

Sunday, March 20, 2011

Washington DC - Civic Educational Workshop - საუკეთესო კვირა !!!

არ ვიცი როგორ დავიწყო , არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა იმიტომ რომ საკმარისი არ იქნება. ეს იყო ყველაზე ძალიან ძალიან მაგარი კვირა ჩემს ცხოვრებაში. ის რაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი. ყველაფერი იყო უმაღლეს დონეზე. აი რომ იტყვიან ფილმებშიო მაგრამ ჩემი აზრით ფილმებში რომაა იმაზე მაგარიც კი იყო. მოკლედ პირველ დღეს ყველანი ვაშინგტონში ჩავფრინდით და სასტუმრო რედისონში დავბინავდით. ძალიან დიდი მოლოდინებით. და ჩვენი მოლოდინებიც გამართლდა !


დღე 2


 დღეს პირველად წავედით კაპიტოლიუმში,ორიენტაციისთვის რათა ოთხშაბათს მზად ვყოფილიყავით მარტო სიარულისათვის. მოვიარეთ ყველა სახლი. სენატი და წარმომადგენლობითი პალატის ადგილმდებარეობაც გავარკვიეთ სადაც შეხვდერები გვექნებოდა. ამის შემდეგ ნიუზეუმი სადაც სემინარი ჩაგვიტარდა მედია ეთიკაზე. დაგვავალეს გვენახა ბერლინის კედლის ფრაგმენტი , 9/11 ტერაქტის მოვლენები , პულიცერის პრემიის ლაურეატი ფოტოები და 4 განზომილებიანი ფილმი სიტყვის თავისუფლების შესახებ. მართლაც რომ ძალიან ძალიან მაგარი იყო. შემდეგ ჯეფერსონის მემორიალისაკენ წავედით. ეს დღე ეძღვნებოდა თემას თავისუფლება და კანონი ასე რომ ჯეფერსონის მემორიალიდან ბევრი რამ ვისწავლეთ.
ვახშმის შემდეგ კი განტვირთვისათვის NBA თამაშზე წაგვიყვანეს სადაც თითოეულ მოთამაშეს ხელი ჩამოვართვით. თამაში კი მართლაც რომ დიდი სანახაობა იყო.



დღე 3

 ადრე გავეშურეთ სახელმწიფო დეპარტამენტისაკენ სადაც როგორც გვითხრეს ძალიან გაგვიმართლა შესვლის შანსი რომ გვეძლევა. სახელმწიფო მინისტრი რომელიც ფლექსის ერთ–ერთი დიდი მხარდამჭერია სიტყვით გამოვიდა. შემდეგ იყო სპეციალური წარმომადგენლები ევროპისა და აზიის კომისიიდან რომლებმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხეს.  შემდეგ აფრო ამერიკული სამოქალაქო ომის მემორიალს ვეწვიეთ და სემინარი მოვისმინეთ ერთ–ერთი გმირისაგან. ამერიკის საკონსულოში სადაც ყველა ფლექსელის საკითხს წყვეტენ შეხვედრა გვქონდა ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან და თავისუფალი სახლის დამაარსებელთან,  რომელმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.ვახშმის შემდეგ კი 3 ფლექს ალუმნისაგან მოვისმინეთ სემინარები.


 დღე 4

როგორც დაგვარიგეს ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რადგან პერსონალური, ერთი–ერთზე შეხვედრები გვქონდა სენატორებთან და მათ წარმომადგენელებთან. კაპიტოლიმთან 3 ჯგუფად გავედით. შეხვედრებმა კარგად ჩაიარა. ერთ–ერთზე ფლექსის წარმომადგენელიც მესწრებოდა და დასმული კითხვებისათვის შექებაც დავიმსახურე. შემდეგ კი თავისუფალი დროის გამოყენებას შევუდექი, ვიყავი ბიბლიოთეკაში, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი, უზენაესი სასამართლოს შენობაში  ,კაპიტოლიუმში ყრილობაზე. შემდეგ კი რუზველტის მემორიალს ვეწვიეთ.ვახშმის შემდეგ ყველამ ოცნება ავიხდინეთ.  შემდეგი გაჩერება იყო თეთრი სახლი.

დღე 5


  ჯგუფების მიხედვით ყველანი სხვადასხვა მიმარდულებით წავედით. ვეწვიეთ მოხალისე ორგანიზაციებს რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. როდესაც ვიზიტს მოვრჩით ლინკოლნის ცნობილი მემორიალისკენ გავეშურეთ მაგრამ ცარიელი აუზის ნახვისას იმედი კი გაგვიცრუვდა მაგრამ მიზეზად საკოსტრუქციო სამუშაოები დასახელდა. სადილი   ცნობილ Hard Rock Cafe მივირთვით.მის შემდეგ კი ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრში კონგრევუმენ ჯეინ ჰარმანთან შეხვედრა გვქონდა, სადაც ტელევიზია გვესწრებოდა. გადაცემას უძღვებოდა ცნობილი ჯურნალისტი ჯონ მილევსკი. ვახშმამდე მეორე მსოფლიო, კორეული, ვიეტნამის ომისადმი მიძრვნილი მემორიალები მოვინახულეთ. საღამო კი ამერიკის საკონსულოს მიერ მოხალისეობაზე ჩატარებული სემინარით დამთავრდა.

დღე 6

 პირველად მეტროტი ვიმგზავრეთ , რადგან როგორც ცნობილია ამ ქალაქს მეტროს განსხვავებული სისტემა აქვს. ვეწვიეთ სმიტსონიანის ცენტრს, ამერიკული ისტორიის მუზეუმს , კაცობრიობის ისტორიის მუზეუმს, ჰოლოკოსტის მუზეუმს შემდეგ კი სასტუმროში დავბრუნდით. ჩაგვიტარდა სემინარი თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ დაგროვილი ცოდნა უკან დაბრუნებულებმა. ამის შემდეგ ფინალური ვორკშოპები და 1 საათი მოგვეცა რათა ბანკეტისათვის მომვზადებულიყავით.

ბანკეტი ჩატარდა ვაშინგტონის ყველაზე მაღალ შენობაში "Top of the Town" ყველაფერი იყო უმაღლესი დონის. ტიმის სიტყვა რომელიც ყველას სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება. მადლობები გადავუხადეთ სიდნის,კრისს. ების.რობინს,ჯონს.კელის,ემის,შეის,ალუმნებს და ყველაზე მეტად ისევ ტიმს–ადამიან ფლექსს. ყველანი დაერწმუნებული ვარ ჩემსავით ფიქრობდნენ არავის არ უნდოდა ამ მართლაც რომ ყველაზე მაგარი კვირის დამთავრებნა , მაგრამ როგორც ტიმმა გვითხრა "E Pluribus Unum " !


დღე 7

გაგვარვიძეს ძალიან ძალიან ადრე. ერთმანეთთან დამშვიდობებაც კი მოვასწარით ბავშვებმა , მაგრამ რაც მთავარია ერთმანეთი ფეისბუქში მოვძებნეთ და ასე შევინარჩუნებთ იმ ურთიერთობებს რომელიც ამ არაჩვეულებრივი კვირისას ჩამოყალიბდა. ბედნიერესი ადამიანი ვარ ეს შანსი რომ მომეცა და ცოდნას რომელიც შევიძინე აუცილებლად გამოვიყენებ.

No comments:

Post a Comment