რადგან ამ არაჩვეულებრივი წლის დასასრული მოახლოვდა უფრო და უფრო მეტი სემინარები გვიტარდება თუ რა მოვალეობა გვაკისრია დაბრუნების შემდეგ. ამ საკითხს ეხებოდა 3 დღიანი ტური ფილადელფიაში , სადაც გრანტის წერის სწავლასთან ერთად ამერიკის ამ მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორიულ ადგილებსაც ვესტუმრეთ. ქალაქი ცნობილია როგორც ადგილი სადაც ხელი მოეწერა ამერიკის კონსტიტუნციას – Independence Hall. ხალხში ფილადელფია ნიუ იორკის და ვაშინგტონის მიქსად ასოცირდება რადგან უამრავი ისტორიული ნაგებობის მხარდამხარ ცათამბჟენებია აგებული. ქალაქის ისტორიაში დიდი ადგილი უკავია ბენჯამენ ფრაკლინს. ასევე თავისუფლების ზარი რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
უხვად შევხვდით Banksy-ს რომლითაც ფილადელფიას ამერიკაში პირველი ადგილი უჭირავს. ასევე მეისის ყველაზე ლამაზი მაღაზია მსოფლიოში. საბოლოო ჯამში კი ტური ნამდვილად კარგი გამოდგა, გარდა იმისა რომ ბევრი რამ ვისწავლე უამრავი მნიშვნელოვანი ადგილი მოვინახულე.